“მე ვფიქრობ, ეს იქნება ორიენტირებული შემდეგზე – რუსეთის ხელისუფლება გამარჯვებად შეასაღებს საკუთარ საზოგადოებას – ეს იქნება მარიუპოლზე სრული კონტროლის დამყარება, ასევე, სეპარატისტული რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებზე სრული კონტროლის აღდგენა და, არ არის გამორიცხული, რომ ამ ყველაფერში მოყვეს ოდესა. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, უკრაინა აღმოჩნდება ორად გაჭრილი – თუ შეიძლება, ასე ითქვას. ამ მიღწევებით ზურგგამაგრებული, რუსეთი გამოაცხადებს, რომ მზად არის, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ, “თბილისი თაიმსთან”, უკრაინაში მიმდინარე ომის მეორე ტალღაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, დღეს რუსეთის უპირველესი გეგმა არის დონბასის “გათავისუფლება”.
“დღეს რუსეთის ნომერ პირველი გეგმა, მათი ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, არის დონბასის “გათავისუფლება”. მე ვვარაუდობ, რომ თუ 9 მაისამდე მათ ეს მოახერხეს, სწორედ ეს გამოცხადდება გამარჯვებად. ხელისუფლების პოზიციები შეირყა იმის გამო, რომ რუსეთის მოსახლეობის და პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი უკმაყოფილოა ამ ე.წ. სპეცოპერაციის ვადების გაწელვით. როდესაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ეს არის შემოგდებული სატყუარა”, – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.