თინა კანდელაკი კრემლის პოლიტიკის ყველაზე ხმამაღალ რუპორად იქცა. ამჯერად ტელეწამყვანი ალა პუგაჩოვასა დამაქსიმ გალკინს აკრიტიკებს და მათ იმ არტისტებს ადარებს, ვინც ქვეყანაში დარჩა.
„ყველასთვის საყვარელი ჯგუფი „ლუბე“ და სახალხო არტისტი, ნიკოლაი რასტორგუევი ჩვენს დაჭრილ ბიჭებს კლინიკაში კონცერტებს უტარებს, არტისტად წოდებულები სხედან თელ-ავივში და ღვინოს წრუპავენ“ – ამბობს კანდელაკი პუგაჩოვასა და გალკინზე.
თინა კანდელაკი რუს არტისტებს მოუწოდებს, მეტი სიყვარული გამოიჩინონ ქვეყნის მიმართ და რასტორგუევის მსგავსად, მათაც უმღერონ დაჭრილ ოკუპანტებს.