19-21 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინიტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, პარიზში, იუნესკოს გენერალური ასამბლეის მსოფლიოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის კონვენციას მიერთებული წევრი სახელმწიფოების მე-19 სესიას დაესწრებიან.
საქართველო მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრების არჩევნებში.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორს ბ-ნ კიშორე რაოს, ასევე UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სექციის ხელმძღვანელს ქ-ნ სესილ დუველს.
ქართული მხარე UNESCO-ს გააცნობს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესრულების კუთხით საქართველოში ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს; აგრეთვე საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებს.
ასევე გაიმართება შეხვედრები „ICOMOS”-ისა და “ICCROM”-ის ხელმძღვანელებთან.
15.11.13
Discussion about this post