ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამთავრობო მედიაში აცხადებენ, რომ ომიკრონის პირველი შემთხვევა ფხენიანში 4 დღის წინ დადასტურდა. ამის შემდეგ ქვეყანაში მკაცრი ლოკდაუნიგამოცხადდა. ამ ეტაპზე უცნობია რამდენ შემთხვევაზეა საუბარი.
თუმცა სპეციალისტებს სჯერათ, რომ COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები ჩრდილოეთ კორეაში უკვე დიდი ხანია არსებობს. ისინი აღნიშნავენ, რომ ქვეყანა განსაკუთრებით მოწყვლადია, რადგან ფხენიანმა უარი თქვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაზე, რომლის ფარგლებში მათ მილიონობით დოზა „ასტრაზენეკასა“ და „სინოკავის“ ვაქცინებს სთავაზობდნენ. სპეციალისტები ეჭვქვეშ აყენებენ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებსაც.
ჩრდილოეთ კორეის კორონავირუსთანბრძოლის მთავარი ხერხი საზღვრების ჩაკეტვა იყო, თუმცა ამან ქვეყანაში იმპორტიც შეაჩერა, რამაც საკვების დეფიციტი და ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.