აშშ-დან მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ლექტორი გიორგი მიქანაძე ეხმიანება და facebook-ში პოსტს აქვეყნებს.
The tbilisi times გიორგი მიქანაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ :
“სამწუხაროდ, არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა. 2008 წელს როცა ყველაფერი ცხადი იყო, ბუქარესტის სამიტზე, ამ ორმა ქვეყანამ, მათი ლიდერების წარმომადგენლობითობით ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ისეთი მწარე, ცივი, რკინის ზურგი აქცია, რომ ქართულმა საზოგადოებამ არასდროს უნდა დაივიწყოს ეს. უფრო მეტიც, ომის ხახაში მოგვისროლეს დიპლომატიური და მეგობრული ღიმილით. არ დავიწყდებაში არ ვგულისხმობ სიბოროტით. ვგულისხმობ, რომ ყოველთვის შეიძლება მათ ჩვენ გვიგვანონ და ეს უნდა ვიცოდეთ.ამასთან, ზემოთ ხსენებული ინდუქტრიული და ფენომენალური ეკონომიკის ქვეყნები მენტალურად და იდეოლოგიურად ჩამორჩებიან მსოფლიო რეალობის თანამედროვე კონტექსტს. არ იტეხენ რა იხტიბარს სხვადასხვა დიპლომატიური ხერხებით ცდილობენ მონაწილეობდნენ მსოფლიო პოლიტიკის ავანგარდში. სამწუხაროდ, ამ საზოგადოებების მენტალობა გამოკეტილია ბურჟუაზიულ აზროვნებაში და არ აქვთ სხვა საზოგადოებების თანასწორი აღქმის უნარი. არ მაქვს საუბარი ელიტურ ნაწილზე, მეცნიერებზე, განათლებულ კულტურის წამომადგენლებზე, რომელთაც ძალიან მცირე პროცენტული წილი უჭირავთ მთლიან საზოგადოებაში.შესაბამისად, დღეს მათი მხრიდან ჩვენი ევროინტეგრაციული კურსის მხარდაჭერა არის არა ქართული საზოგადოებისა და საქართველოს მხარდაჭერა, – არამედ ცივი, უგულო ტაქტიკური, პოლიტიკური ნაბიჯი. განსხვავებით სხვა ბევრი ევროპული ქვეყნისგან. საქართველო მიიღებს იმას, რასაც დიდი ხანია იმსახურებს, მიუხედავად მათი მხარდაჭერისა. სათქმელი კი ჩვენგან, ხალხისგან, უნდა ითქვას. ყოველივე ზემოთ აშნიშნულიდან გამომდინარე, სანამ კიდევ არსებობს ეროვნებები ამ ლამაზ დედამიწაზე, ჩვენმა საზოგადოებამ თავად უნდა შექმნას, გამოაჩინოს, განავითაროს თვითმყოფადობისა და იდენტობის ისეთი ძლიერი ელემენტები, რომელიც ანგარიშგასაწევი იქნება მსოფლიოს სხვა საზოგადოებებისათვის.დიახ ბატონო… ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს ეს რეალობა. კეთილგონიერებას გისურვებთ მეგობრებო…დღევანდელ რეალობაში გერმანიის ასეთი გაცხარება მსოფლიო ომის კონტექსტში, – არ გახლავთ სახუმარო ამბავი, უფრო მეტიც – საგანგაშოა და აბსოლუტურად დრამატული და მიუღებელი ჩემთვის.”