ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში, თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, შალვა ოგბაიძე ავტოსაგზაო შემთხვევებს ეხმაურება.
ის მშობლებს მიმართავს, ნუ უყიდიან მოზარდ შვილებს ავტომობილებს, გასართობად. ოგბაიძე 3 წლის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს, როდესაც ბოლო ზარზე მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
“მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია”… ეს 3 წლის წინ გამოქვეყნებული ინტერვიუა…
სამწუხაროდ, მაშინაც 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა მშობლის მიერ ნაყიდ ავტომობილს…
მშობლებო, გემუდარებით, ნუ ჩაუგდებთ მოზარდს ავტომობილს გასართობად, გთხოვთ და მოვითხოვ თქვენგან მეტ ყურადღებას” – წერს ოგბაიძე.