“მე ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს. ჩვენ უშუალოდვიყავით ჩართული მის საპრეზიდენტო კამპანიაში, 2 თვე გრძელდებოდა ეს პროცესი და ის 45 დღე რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა ეს მაშინ სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, თუმცა მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალურადაც ძალიან მძიმე იყო ეს განცხადება, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით”.
– თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში.