თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, თუ ევროკავშირის წევრობის სტატუსს საქართველო არ მიიღებს, ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ გზას კვლავ გააგრძელებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ვფიქრობ, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს სტატუსი მიიღოს. თუ გადაწყვეტილება იქნება, რომ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ ერვოინტეგრაციის გზას გავაგრძელებთ, რათა მოვხვდეთ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია, თუმცა მგონია, რომ გადაწყვეტილება დადებითად იქნება მიღებული“, – განაცხადა კალაძემ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „შეურაცხმყოფელ რეზოლუციაზე“, რომელიც ქართველ ხალხს შეურაცხყოფდა, მმართველი პარტიის მხრიდან ყოველთვის შესაბამისი პასუხი მოჰყვება.
კითხვაზე – თუ ევროკომისია და ევროსაბჭო რეზოლუციაში ნათქვამ განცხადებას გაიმეორებს, რა რეაქცია ექნება მთავრობას – კახა კალაძემ თქვა, რომ „ყველაფერს აეხდება ფარდა და ვიტყვით, რეალურად რა ხდება“.