ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ და დიდებულ ხატებს შორის, ერთ-ერთი ასეთია „ღირსი არსი მოწყალე“, რომლის ხსენების დღეც 24 ივნისია.
ხატის ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება. ხატი სწორედ ერთ-ერთი ამბის გამოა განდიდებული.
ისტორია უკავშირდება ორ ბერს. გადმოცემის თანახმად, ამ მონასტრის მსახურს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა, ქვაზე ამოუტვიფრა ეს სიტყვები და დაავალა, რომ ღვთისმშობლისადმი ამ სიტყვებით ეგალობათ.„ქვა ცვილით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა, სწორედ ასე დაიწერა გალობა ქვაზე“.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მონასტრის ბერმა ეს სასწაულებრივი ისტორია წმიდა მთის საკრებულოზე განაცხადა. სწორედ აქედან მოყოლებული, ეკლესია მთავარანგელოზის გალობას „ღირსი არსს“ აღავლენს.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა