დღეს მართლმადიდებლური სამყარი პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში გაიმართება.
მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულებს პეტრეს და პავლეს მათი ღვაწლის გამო განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და მათ თავმოციქულებად მოიხსენიებს.
წმ. პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. მას უფალმა ძლიერი რწმენის გამო პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
წმ. პავლე თავდაპირველად მართლმადიდებლებს სდევნიდა, მოგვიანებით კი ქრისტიანულად აღესრულა და მისი სიცოცხლე თავისკვეთით დასრულდა.
დღესასწაულით სრულდება მარხვაც, რომლის დაწყებაც აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. პეტრე-პავლობის მარხვა წელს 24 ივნისს დაიწყო. ხვალ კი მართლამდიდებელი ეკლესია ქრისტეს 12-ვე მოციქულის ხსენებას დღესასწაულობს. ტრადიციულად საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში იმართება, რომელიც მოციქულების სახელობისაა.