აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისს ეწვივნენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ხელმძღვანელობით, თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა.
თბილისს ასევე ეწვია სომხეთის დელეგაცია, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორივე ქვეყნის დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.
როგორც ცნობილია, დღეს თბილისში გაიმართება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.