ხვიჩა კვარაცხელიამ „მონცა“-ს კარში დღეს დუბლი შეასრულა.
ქართველ ფეხბურთელს „ნაპოლის“ რიგებში მეორე ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა და მის ანგარიშზე უკვე სამი გოლია.
ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ამჯერად ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდის “ჰალ სიტი” მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე.
როგორც არველაძე აღნიშნავს, კვარაცხელიას თამაში რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა ნახოს, ამაზე კი ის იზრუნებს.
“რაც შეიძლება მეტმა ქართველმა უნდა ნახოს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში მარადონას სტადიონზე – მე და ჩვენი ფონდი ვიზრუნებთ, რომ ეს პროექტი შედგეს,” – წერს შოთა არველაძე.