ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე დოროყაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
„ყველაფერი გააკეთა ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა იმისთვის, რომ ნეკას შერჩენილი გამბედაობაც ჩაეკლათ და სრულიად გაენადგურებინათ, როგორც ადამიანი და ქალი, თუმცა ნეკამ აჩვენა, როგორ უნდა იბრძოლო, როცა ხარ მართალი და ხედავთ, როგორ ფერმკრთალდება ნელ-ნელა, სიმართლის ფონზე, “ვარსკვლავები” ამ ხალხის თავზე.
ასე რომ, კი ლანძღავთ მას, მის ყველა მხარდამჭერს, კი გვაფურთხებთ მის დამცველებს, მაგრამ იცოდეთ ჩვენ ვართ ამაყები და ბედნიერები, რომ ვიცავთ სიმართლეს. ამის ფონზე ყველაფერი დაძლევადია“,- წერს ანა აბაშიძე.