რუსეთი ეგვიპტეს საჰაერო დაცვის სისტემით უზრუნველყოფს. ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო და თავდაცის მინისტრების გასულ კვირაში ეგვიპტეში ვიზიტის შემდეგ გაკეთდა.
რუსეთში სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი ტექნოლოგიური კომპანიის ხელმღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ ეგვიპტისათვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გასულ კვირაში ქაიროში გაფორმდა.
ჩემეზოვმა შეთანხმების დეტალებზე არ ისაუბრა და დასძინა, რომ ეგვიპტე დაინტერესებულია რუსული იარაღით, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავებითა და მოიერიშეებით, თუმცა მათი შესყიდვის საკითხზე ფინანსური პრობლემები არსებობს. მისივე თქმით, აღნიშნული იარაღის ეგვიპტისათვის მიყიდვის ან ერთობლივად წარმოების ფინანსური უზრუნველყოფისათვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
რუსეთი ეგვიპტისათვის იარაღის მიწოდებას საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ახორციელებს.
20.11.13