დღეიდან რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია დაიწყება, – ამის შესახებ საგანგებო მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
„სპეცოპერაციის მთავარი მიზნები უცვლელი რჩება: ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გათავისუფლებულია სრულად, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა კი ნაწილობრივ. ჩვენი სამშობლოს, მისი სუვერენიტეტისა და ერთიანობის დასაცავად აუცილებლად ვთვლი, მხარი დავუჭირო ნაწილობრივ მობილიზაციას. მობილიზაცია რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყება.
რუსეთი გააკეთებს ყველაფერს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო პირობები რეფერენდუმების ჩასატარებლად დონბასსა და იმ ოლქებში, რომლებმაც რუსეთს მიმართეს. მხარს დავუჭერთ გადაწყვეტილებას, რომლებსაც დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მოსახლეობა მიიღებს.
დასავლეთის მიზანი რუსეთის დასუსტება და განადგურებაა. უკვე პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაშალეს, ახლა კი საკუთრივ რუსეთის ჯერი დადგა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხის შემთხვევაში რუსეთი გამოიყენებს ყველა არსებულ საშუალებას. ეს ბლეფი არაა“, – განაცხადა პუტინმა.