ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა სტრესის მართვასთან დაკავშირებით BM.GE -სთან საუბრობს და იმ ძირითად ფაქტორებს ასახელებს, რაც სტრესის სწორად კონტროლისთვის მნიშვნელოვანია.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი თავი გიყვარდეს:
„ებრაული თქმულებაა: თუ შენი თავი არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ. თუ შენ თავს, ვერ შეიყვარებ, სხვაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ამიტომ არასდროს გადადოთ ეს…“
ნანა ჩაჩუა საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აუცილებლად გამოხატონ აღტაცება და პატივისცემა, თუკი ვინმეს მიმართ ეს გააჩნიათ:
„სხვას რატომ ელოდები, შენ თვითონ თქვი, რომ გიყვარს, პატივს სცემ, გინდა გულში ჩაიკრა, რატომ უნდა დააგვიანო? არასოდეს არ გადადო ის, რაც შენი გასაკეთებელია“ – აცხადებს ფსიქოლოგი
ნანა ჩაჩუა ადამიანში არსებულ უარყოფით დამოკიდებულებებსაც ეხება. მისივე თქმით, თუკი ადამიანზე უარყოფითს ფიქრობ, მნიშვნელოვანია არ ვიჩქაროთ, ვინაიდან ეს განწყობა შესაძლებელია მალევე შეიცვალოს.
სტრესის მართვისას მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი საკუთარ თავს ეკუთვნოდეს, საკუთარი თავიდან არ გამოვიდეს.
„მე ხშირად მითხოვია ღმერთისთვის, ნუ გამომიყვან საკუთარი თავიდან“ – ამბობს ფსიქოლოგი
შეუმცდარი დედამიწაზე არავინაა, მთავარია ამისი დიდი სურვილი ჰქონდეს ადამიანს. ფსიქოლოგის თქმით, უდიდესი სურვილი იმისა, რომ იყო შეუმცდარი, ეს შეუმცდარობადაც შეიძლება მივიჩნიოთ.
მასალა მოამზადა: თორნიკე ყრუაშვილმა
წყარო: BM.GE