• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ფუსფუსი“ – ბავშვობის გემოების ტკბილი ნოსტალგია

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
„ფუსფუსი“ – ბავშვობის გემოების ტკბილი ნოსტალგია
38
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ნოსტალგია, ბავშვობის განსაკუთრებული მომენტების ძიება, წლების წინანდელი განწყობები და ემოციები არის ის, რაც შეიძლება, დროის გასვლის შემდგომ ნებისმიერ დეტალში აისახოს. „ფუსფუსი“ სწორედაც რომ ძველის, ჩვენს მეხსიერებაში არსებულის გაცოცხლებასა და მის გათანამედროვეობას ემსახურება. ნათია ყურშუბაძის იდეამ, კულინარიისადმი მისი სიყვარული ბიზნესად ექცია, გაამართლა და დღეს მისი საქმიანობა უკვე წარმატებულია. საკუთარ ისტორიაზე, დესერტების სიყვარულსა და ჩანაფიქრის განხორციელებაზე ნათია „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.


„პროფესიით გახლავართ ხელოვნებათმცოდნე იმპრესარიო-მენეჯერი. დღესდღეობით ვარ თვითნასწავლი კონდიტერი და მოყვარული კულინარი.
ტორტების და, ზოგადად, დესერტების მიმართ ჩემი სიყვარული, ბავშვობიდან მომდინარეობს, რადგან გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც მუდამ სტუმრიანობა იყო. შესაბამისად, ოჯახის წევრებიც, დედა განსაკუთრებით, არაჩვეულებრივი დიასახლისია და დღემდე მოყოლებული გვანებივრებს თავისი გემრიელობებით. ასევე, მამიდა მყავდა არაჩვეულებრივი კონდიტერი და მისი მომზადებული დესერტების გემოები დღემდე თან დამყვება. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პატარა ვიყავი, დღემდე მახსოვს მისგან ნასწავლი კონდიტერული საიდუმლოებები, რასაც დღეს უკვე ჩემს საქმიანობაში ვიყენებ აქტიურად“.


 
ამ მხრივ, ცოდნას როგორ იღებთ და სიახლეების ძიების რა მეთოდები გაქვთ?
ეს ყველაფერი უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე მაქვს მიღებული და დღემდე ვსწავლობ, ხან ინტერნეტით, ხანაც წიგნებით, ხან საკუთარი ექსპერიმენტებით. ანუ მუდმივად ვარ ახლის ძიებასა და სწავლის პროცესში. ვფიქრობ, რომ ეს სფერო ამოუწურავია და მუდმივად უნდა ვეძიოთ, ვიექსპერიმენტოთ და ვისწავლოთ კიდეც. დედაც ძალიან დამეხმარა თავისი ძირძველი რეცეპტებითა და  რჩევებით, რომლებსაც დიდი სიამოვნებით ვიყენებ და ვთავაზობ „ფუსფუსის“ დამკვეთებს.
„ფუსფუსის“ დაფუძნება კიდევ განაპირობა ბავშვობის გემოების ნოსტალგიამ. სანამ ამ საქმეს წამოვიწყებდი, სულ ძიებაში ვიყავი იმ ბავშვობის გემოების, რითაც გავიზარდე, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვერსად ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი.
ამიტომ, ავდექი და გადავწყვიტე, მე თვითონ მიმეგნო ამ გემოებისთვის, სხვაც გამენებივრებინა „ფუსფუსისეული“ ტკბილეულით და ჩემთან ერთად ემოგზაურათ ტკბილ ბავშვობაში. ამ ყველაფერში დიდი წვლილი კი მიუძღვის ჩემს სამზარეულოში „ფუსფუსისადმი“ სიყვარულს.


 
რით არის თქვენი პროდუქტი განსხვავებული?
ზოგადად, ოდითგანვე მხიბლავს განსხვავებულობა და „ფუსფუსშიც“ ვეცადე, რომ ჩემი ნაწარმი ყოფილიყო განსხვავებული ხელწერის და სხვისთვის ადვილად მისახვედრი, რომ ეს „ფუსფუსისაა“, რასაც ამ წელიწად-ნახევარში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მივაღწიე კიდეც. „ფუსფუსის“ ნაწარმი გამოირჩევა როგორც ვიზუალურად, ასევე, გემოებით. არ მოვიხმარ  ხელოვნურ დანამატებს, არამედ – უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს, ისეთს, რომ პატარა ბავშვებსაც თამამად შეუძლიათ, მიირთვან. გარდა ამისა, ვიზუალზეც ბევრს ვმუშაობ. არ ვპლაგიატობ და სულ ვცდილობ, რომ საკუთარი იდეებით შემოვიფარგლო. ვფიქრობ, გამომდის კიდეც.
 

რამდენად ხშირად სთავაზობთ მომხმარებლებს სიახლეებს?
სიახლეები ძალიან მიყვარს და მუდმივად მათ ძიებაში ვარ, ასევე, დამკვეთებიც ძალიან მიწყობენ ხელს ახალ-ახალ აღმოჩენებში. როდესაც პირველად საქორწილო ტორტის შეკვეთა შემომივიდა, დამკვეთს თავიდანვე ვუთხარი, რომ ეს იყო ჩემთვის პირველი და თან ვკითხე: “დარწმუნებული ხართ?!” რაზეც პასუხი მივიღე, 100%-ით და მომცა სრული თავისუფლება.
ვფიქრობ, თუ არ გარისკე, ვერასდროს აღმოაჩენ საკუთარ თავს და გაიგებ საკუთარ შესაძლებლობებს. ასევე, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ საქმეში თავისუფლებას, ეს ძალიან დასაფასებელია დამკვეთებისგან, როდესაც გენდობიან და სრულ თავისუფლებას განიჭებენ, ამიტომაც მიყვარს ყველა მათგანი.


 
როგორ ფიქრობთ – გაამართლა თქვენმა იდეამ, საყვარელი საქმიანობა გექციათ ბიზნესად?

ჩემი ყოველი  შემოქმედების ქვეშ, როდესაც ვტვირთავ „ფუსფუსის“ გვერდზე ნაწარმს, თან ვურთავ სლოგანს, – ჰეშთეგით “ნაფუსფუსარია სიყვარულით” და ეს ტყუილად არ წერია.
თუ საქმის მიმართ სიყვარული არ გვექნება, მისგან არც უნდა გვქონდეს სრულყოფილების მიღების მოლოდინი.
ამიტომ, ყველას ვურჩევ, რომ აირჩიონ ის საქმე, რაც მათ რეალურად უყვართ, თუ უნდათ, რომ ერთდროულად ისიამოვნონ საქმის კეთებით და თანაც მიაღწიონ ჭეშმარიტ წარმატებას. რა თქმა უნდა, გაამართლა ჰობის ბიზნესად ქცევამ.

fb-share-icon
Tweet
Share15Tweet10

ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი
ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი

12/12/2025
ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

12/12/2025
მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

12/12/2025
„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა
ახალი ამბები

„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა

12/10/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
ახალი ამბები

იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

12/08/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In