სეულში, იტევონის რაიონში ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 3580-მდე გაიზარდა .სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრის მინისრეუა ლი სანგ-მინმას თქმით, “მოსალოდნელი იყო, რომ [ჰელოუინის დღესასწაულზე] ბევრი მოქალაქე შეიკრიბებოდა, ამიტომ ადგილზე პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო განლაგებული”.
თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ იტევონში, ხალხის მასა არ იყო უჩვეულოდ დიდი, ამიტომ იქ მხოლოდ უსაფრთხოების ძალების სტანდარტული რაოდენობა იყო მობილიზებული.შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, სეულში ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარი ინციდენტის დროს მინიმუმ 151 ადამიან
ი დაიღუპა და 82 დაშავდა. შემთხვევა გუშინ, 29 ოქტომბერს მოხდა. რა გახდა ჭყლეტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.