• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“კრეატიული სტილის შეღებვა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს” – დავით  გრატიაშვილი

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
42
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თითოეული ადამიანისთვის პროფესიის შერჩევას აქვს მიზეზები, მოცემულობები და დრო, როდესაც ეს კონკრეტული საქმიანობა გაჩნდა. ხშირად ჩვენ წლების შემდგომ ვუბრუნდებით საქმეს, რომელიც ვერც წარმოგვედგინა, რომ ჩვენს პროფესიად იქცეოდა. დავით გრატიაშვილისთვის თმასთან ურთიერთობის სიყვარული წლების წინ დაიწყო. დრო და დრო, ამ ყველაფრის მიმართ მისი ინტერესი გაიზარდა და დღეს უკვე სხვადასხვა ფერით საოცრებების შექმნა მისი პროფესიაა. დავითი “თბილისი თაიმსს” საკუთარ ისტორიას უყვება.


ბავშვობაში არ წარმომედგინა, რომ თმასთან ურთიერთობის სიყვარული შეიძლებოდა, ჩემი პროფესია გამხდარიყო. სულ მომწონდა თმაზე შეხება, გამიმართლა, კლასში ორჯერ მეტი გოგო იყო, ვიდრე ბიჭი და ისინი მაძლევდნენ უფლებას, მათ თმაზე მეთამაშა, ამ დროს ახალ ვარცხნილობებს ვიგონებდი ხოლმე. უნივერსიტეტში სწავლის დროს გამიჩნდა იდეა, რომ როგორც პროფესიას, ისე მივდგომოდი.

ყველა არხს ვიყენებდი, სადაც სასწავლო ვიდეოები იდო. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ მის თავზე მეცადა, რადგან მას სჯეროდა ჩემი. პირველივე ნამუშევარი ძალიან ფერადი იყო.


 
აშკარად გამორჩეული ნამუშევრები გაქვს – იდეები სრულად შენ გეკუთვნის?
თავიდანვე გადავწყვიტე, ისეთი რაღაცები მეკეთებინა, რასაც სხვები არ ან იშვიათად აკეთებდნენ ჩვენს ქვეყანაში. კრეატიული სტილის შეღებვა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, საქმე კი – რასაც ვაკეთებ, აუცილებლად უნდა მსიამოვნებდეს, სხვანაირად შემოქმედებითი ვერ ვიქნები. რაც შეეხება იდეებს, ყოველთვის იმ ადამიანებიდან გამომდინარე ვწყვეტ, რა გავაკეთო, ვისთვისაც ვქმნი ნამუშევარს. ვითვალისწინებ მის ხასიათს, საყვარელ ფერებს, საქმიანობას, სახის კანის და თვალის ფერს და კიდევ უამრავ რამეს. თმას, რომელსაც ატარებ, ვფიქრობ, რომ რაღაც კონცეპტუალური დატვირთვა უნდა ჰქონდეს, აუცილებლად შენი უნდა იყოს, შენი ნაწილი, ამ დროს შემიძლია, ვთქვა, რომ ეს გიხდება. სხვა შემთხვევაში, როცა ადამიანის ინდივიდუალური ხასიათი გათვალისწინებული არ არის ნამუშევარში, ამ დროს მოგვწონს თმა, მოგვწონს ადამიანი, თუმცა, ერთმანეთს ვერაფრით ვუკავშირებთ.


როგორია გარემოში, რომელშიც მუშაობ?
გარემო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამიტომ, ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვარჩევ ადგილს, სადაც ვმუშაობ. ამჟამად, ჩემი სამუშაო ადგილი სავსეა სითბოთი, სიყვარულით და ღიმილით, ადამიანებით, რომლებიც ნებისმიერ მომენტში მზად არიან – დაგეხმარონ.


გარდა ამისა, სხვა რა ინტერესები გაქვს?
ახალი გატაცება მაქვს  – გრაფიკული დიზაინი. ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფეროც, თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს ამ მიმართულებით განვითარებას ვუთმობ. ასევე, ძალიან მიყვარს ელექტრონული მუსიკა, ამიტომ, ორ კვირაში ან თვეში ერთხელ მაინც აუცილებლად მივდივარ ჩემს საყვარელ ადგილებში მუსიკის  მოსასმენად და სრული რელაქსისთვის. მუსიკის და, ზოგადად, ხელოვნების სიყვარულმა განსაკუთრებით დამაკავშირა ბერლინთან, ჩემთვის იქ ყოველი ჩასვლა უდრის წამოღებულ უამრავ იდეას. ადამიანები, ადგილები, ხელოვნების ნებისმიერი დარგი შესაძლოა, გახდეს შენი ინსპირაცია, რა სფეროშიც უნდა იყო, უბრალოდ, გამოვხატავთ განსხვავებული ხერხებით. ამის გათვალისწინებით, მოგზაურობაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა, რომელიც აუცილებელია თვალსაწიერის გაზრდისთვის.

fb-share-icon
Tweet
Share17Tweet11

ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი
ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი

12/12/2025
ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

12/12/2025
მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

12/12/2025
„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა
ახალი ამბები

„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა

12/10/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
ახალი ამბები

იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

12/08/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In