ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულია ისეთი ნუგბარი, როგორიაა ჩურჩხელა, ტყლაპი, ჩირი და ა.შ. შეიძლება ითქვას, ის მსოფლიოში ჩვენი სავიზიტო ბარათიც კია. საქართველოში ამ მხრივ არაერთი მწარმოებელია. თუმცა, განსაკუთრებულად საინტერესოა ის პროდუქტი, რომელიც რაიმე დეტალით გამოირჩევა, მათ შორის, ინარჩუნებს ტრადიციულს და არ უშინდება ექსპერიმენტებს.
უკვე რვა წელია, რაც “ჩირიფრუტი” მომხმარებელს საკუთარ პროდუქციას სთავაზობს. ეს გახლავთ – ჩირები, ტყლაპი. ჩურჩხელა, შოკოლადიანი კანფეტები… ყველაფერი ეს განსხვავებული შეფუთვით არის თვალშისაცემი, რაც მარტივად უსვამს ხაზს, თუ ვინ არის მწარმოებელი. სოფიო ჯიქია “თბილისი თაიმსს” უყვება, თუ რა გამოარჩევს “ჩირიფრუტის” ნუგბარს.
“უპირველესად, ჩვენი პროდუქცია ვიზუალით გამოირჩევა. გარდა ამისა, ჩვენ ერთმანეთს ვუხამებთ სხვადასხვა გემოს, მაგალითად – შექმნილი გვაქვს სტაფილოს ცუკატი შოკოლადთან ერთად, ფეიხოს, კომშის და სხვა გემოები, მათ შორის, ფინიკი მოხალული თხილით. გვაქვს მარწყვის, ჟოლოს, ადესის, გლინტვეინის ჩურჩხელები. ტრადიციულ გემოებს ვაძლევთ ახლა ფორმებს და სწორედ ამით დაიმკვიდრა კომპანიამ საკუთარი ადგილი ბაზარზე. ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს განსხვავებული ნიშა. გვაქვს ძალიან დიდი ასორტიმენტი”.
როგორც სოფიო ამბობს, “ჩირიფრუტი” იღებს როგორც კორპორატიულ, ისე – ინდივიდუალურ შეკვეთებს. ამასთან, ის მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს სიახლეებს.
“გეგმები ჩვენ ყოველთვის გვაქვს. მაგალითად, ახლა შევდივართ “ალკორიუმში”, “დუტი ფრისაც” შევთავაზეთ ახალი ასორტიმენტი, “აგროჰაბთანაც” გვაქვს მოლაპარაკებები. ვცდილობთ, ისეთ ადგილებში განვათავსოთ ჩვენი პროდუქტი, სადაც ჩვენი მომხმარებელი გვეგულება”.