არის რამდენიმე მდიდარი NGO და ისინი ქმნიან ერთობლივად კლანს. კლანი არიას ადამიანების ერთობა, რომლებიც შეკავშირებული არიან გარკვეული ერთობით. ამ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური ინტერესები. მათ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსები და აქვთ შესაბამისი გავლენა არა რეპუტაციის ხარჯზე, არამედ ფინანსური რესურსის ხარჯზე. ამის წყალობით ისინი ახერხებენ მონოპოლიური მდგომარეობის მოპოვებას იმაზე, რასაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„როგორ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოება ამ ადამიანებს? ჩვენ ხო ვიცით მათი მათი კომპეტენცია, კვალიფიკაცია და კეთილსინდიერება. საუბარია რამდენიმე ადამიანზე, რომლებთაც ჰქვიათ სამოქალაქო საზოგადოება. 100 და მეტი წლის წინ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ერქვათ ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, აკაკი წერეთელს და დღეს სამოქალაქო საზოგადოება ჰქვიათ ეკა გიგაურს, ნინო დოლიძეს და ამ ადამიანებს. აქეთ არის ილია ჭავჭავაძე და იქით ეკა გიგაური. როგორ შეიძლება ორივეს ერქვას სამოქალაქო საზოგადოება? ეს ხომ წარმოუდგენელია? ეს კლანი ამბობს, რომ სასამართლოში არის კლანი. ამ დროს სინამდვილეში კლანი არიან ისინი“, – განაცხადა კობახიძემ.