• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ვისაც საქართველო უყვარს, ახარებს ქართული საქმის წარმატება, ყველა უნდა შემოგვიერთდეს” – ირაკლი ჯაბუა ჯგუფზე “აწარმოე ქართული”

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
“ვისაც საქართველო უყვარს, ახარებს ქართული საქმის წარმატება, ყველა უნდა შემოგვიერთდეს” – ირაკლი ჯაბუა ჯგუფზე “აწარმოე ქართული”
42
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“2009 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. 2010-დან 2013 წლამდე ვმუშაობდი უკრაინულ ბანკში. შემდგომ წლებში რამდენიმე დიდი კომპანიის ამბასადორი და სოც. მედია მენეჯერი ვიყავი. 2020 წელს გამოცხადდა მორიგი საგრანტო კონკურსი “აწარმოე საქართველო”-სი, რომლის ბიუჯეტი საკმაოდ გრაციოზულად ჟღერდა – 40 მლ ლარი, შესაბამისად, ჩემი ყურადღებაც მიიპყრო” – ეს იმ ადამიანის ბიოგრაფიის ნაწილია, რომელიც დღეს ერთერთი ყველაზე გამორჩეული, ხალხმრავალი და საინტერესო ჯგუფის – “აწარმოე ქართული“-ს ადმინია.


ირაკლი ჯაბუას აქვს საკუთარი ისტორია, თუ როგორ მივიდა ამ ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილებამდე, რას ისახავს ის მიზნად და, ზოგადად, რა დეტალებს აერთიანებს.


“გადავწყვიტე, ჩემს ქალაქში – ზუგდიდში გამეხსნა ვიდეოთამაშების play room -ი და დავიწყე გრანტთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება. მაქვს ჯგუფების შექმნის და მართვის დიდი გამოცდილება, ეს ჩემი პირველი ჯგუფი არ არის, შესაბამისად, გადავწყვიტე, გამეხსნა ამ თემასთან დაკავშირებული ჯგუფი, სადაც ჩვენ – პოტენციური ბენეფიციარები საგრანტო კონკურსის ინფორმაციას გავუცვლიდით ერთმანეთს. აქედან დაიწყო ყველაფერი. სულ რამდენიმე თვეში 10 000 წევრამდე ავედით და გახდა პიპერაქტიური ჯგუფი – არა მარტო ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა, არამედ მეწარმეებმა დაიწყეს თავიანთი ნამუშევრების დადება ჯგუფში და მიიღო ის სახე, რაც აქვს დღეს. დღეს უკვე თითქმის 65 000 წევრია ჯგუფში გაერთიანებული და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ჯგუფში იდება ქართველი მეწარმეების ნამუშევრები, სერვისები, არის პოსტები ასევე ჰორეკა და ჰოსპიტალიტის ბიზნესების წარმომადგენლების, აპიარებენ თავიანთ სასტუმროებს, რესტორნებს და ა. შ. ასევე, საგანმანათლებლო სფეროც აქტიურად ჩართულია. მიმდინარეობს ასევე საკმაოდ დიდი დოზით ინფორმაციის გაცვლა ბიზნესთან დაკავშირებით”.


როგორც ირაკლი “თბილისი თაიმსთან” საუბრისას აღნიშნავს, ორ წელზე მეტია, რაც ჯგუფი არსებობს და მას აქტიურად იყენებენ ქართველი მეწარმეები, ხელოვანები და სხვა.


“თითქმის 2 წელზე მეტია, ჯგუფი უკვე არსებობს და 2 წელზე მეტია, ქართველი მეწარმეები ამ ჯგუფს აქტიურად იყენებენ – არა მხოლოდ მეწარმეები, ასევე, სხვა ჯგუფის წევრებიც, რომლებიც არიან პოტენციური მყიდველები, ახდენენ მეწარმეებთან დაკავშირებას ჯგუფის გავლით და მათი პროდუქციის შეძენას. მე პირადად მსიამოვნებს და ძალიან მახარებს მათი მხარდაჭერა და ყველას უანგაროდ ვუდგავარ გვერდში, ვარ მათი მეგობარი და ჯგუფის კარგი (😁) ადმინი”.


ირაკლის თქმით, ჯგუფს – “აწარმოე ქართული” უნდა შეუერთდეს ყველა, ვისაც ახარებს ქართული საქმის წარმატება.


“ვისაც საქართველო უყვარს და ახარებს ქართული საქმის წარმატება, ყველა უნდა შემოგვიერთდეს, არა მხოლოდ მეწარმეები ბიზნესის გაპიარებისთვის, არამედ – ჩვეულებრივი მოქალაქეები. ერთად უნდა ვაკეთოთ ქართული საქმე, რაც გამოიხატება ქართული ნაწარმის შეძენასა და დაფასებაში. სწორედ ამ ქართულ საქმეს ემსახურება ეს ჯგუფი და მე პირადად ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ იმით, რომ ასობით და ათასობით ნიჭიერი მეწარმე გვყავს, რომლებიც საოცარ ნივთებს ამზადებენ. ასევე ბევრი წარმომადგენელიც გვყავს ხელოვნებიდან, რომლებიც საოცრად ხატავენ, ქმნიან შედევრებს, გვიზიარებენ და მოვყავართ აღტაცებაში. თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლები არიან ჯგუფში, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, რომლებიც საოცარ რამეებს ქმნიან და ჩვენც გვახარებს მათი შემოქმედების ერთ სივრცეში ხილვა. ვემსახურებით ყველა ერთად ქართულ საქმეს. შემოგვიერთდით და ერთად ვაკეთოთ ქართული საქმე”.

fb-share-icon
Tweet
Share17Tweet11

ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი
ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი

12/12/2025
ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

12/12/2025
მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

12/12/2025
„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა
ახალი ამბები

„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა

12/10/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
ახალი ამბები

იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

12/08/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In