13 ნოემბერს, პარასკევს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება გამოფენა, რომელიც უჯარმაში ტრაგიკულად გარდაცვლილი ძმების ივიკო და ნიკა მახარობლიშვილების ხსოვნას ეძღვნება.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს გამოფენის სტუმრებს. ამ ერთი დღის განმავლობაში , ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ გაეცნონ ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრებს.
აღნიშნულ გამოფენას ორმაგი დატვირთვა აქვს, ვინაიდან ახალგაზრდა ხელოვანების ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება გარდაცვლილი ივიკო მახარობლიშვილის შემოქმედება, რომლისთვისაც ხელოვნება გამოხატვის საუკეთესო საშუალება იყო.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრები სწორედ ხელოვნებისა და მისი მნიშვნელობის გარშემო ისაუბრებენ.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამოფენა მთელი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ 18 აგვისტოს ღამით მდინარე იორის არხში, ძმები ივიკო და ნიკა მახარობლიშვილები უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.