რაც უფრო პირადია ესა თუ ის ნივთი, ჩვენ გვინდა, ის იყოს გამორჩეული იმ დეტალებით, რომლებიც მას ჩვენთვის განსაკუთრებულად ახლობელს გახდის. Bamboo Toothbrush with your sign/ბამბუკის კბილის ჯაგრისი თქვენი სიმბოლოთი – სწორედ ასე შეგიძლიათ, მოიძიოთ სოციალურ ქსელში სივრცე, რომელიც გთავაზობთ სასურველი წარწერით შექმნილ, ჯანსაღ და განსხვავებულ, კბილის ჯაგრისებსა და ჭიქებს სასურველი წარწერით.
სტარტაპი ძმებს – ნიკა და ალექსი გაგოშიძეებს ეკუთვნის. დეტალურად, „თბილისი“ სწორედ ისინი უყვებიან.
კონკრეტულად, რას ამზადებთ?
უშუალოდ ჯაგრისებს ვიღებთ ბამბუკის სამშობლოდან, ჩინეთიდან. ადგილობრივად მზადდება ინდივიდუალური პრინტი და შეფუთვა.
რით არის თქვენი პროდუქტი გამორჩეული?
- გამორჩეულები ვართ უშუალოდ იდეით, ჩვენი მიზანია – მომხმარებელს ვაჩვენოთ, რომ შეუძლიათ, თავისი ჯაგრისი დაიმახსოვრონ არა ფერით, არამედ მისთვის უნიკალური წარწერით ან/და ნახატით, ეს იქნება: სახელი, გვარი, ზედმეტსახელი, ზოდიაქოს ნიშანი, დაბადების თარიღი, ნახატი თუ სხვა.
- ეკოლოგიაზე ზრუნვა. ბამბუკი არის 100%-ით ბიოდეგრადირებადი პროდუქტი მაშინ, როდესაც პლატსტმასის ჯაგრისს 50-70 წელი სჭირდება გადასამუშავებლად.
- მისაღები ფასი როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე, მცირე ზომის საჩუქრისთვის. მცირე თანხის სანაცვლოდ შესაძლებლობა გაქვთ, აჩუქოთ ადამიანს მხიარული წარწერით ჯაგრისი და ჭიქა, რომელიც ყოველ დილით გაუხალისებს დღეს.
იდეის შესახებ რომ გვიამბოთ – რა მიზეზით გაჩნდა ის?
ადამიანების უმრავლესობას უყვარს პირადი ნივთები. უფრო მაშინ, როდესაც მასზე დატანილია მათი ინიციალები. მაგალითისთვის: ხალხი იხდის სოლიდურ თანხას მანქანის შესაბამისი ნომრის ასაღებად, ოფისში იპრინტება ჭიქები თანამშომლების სახელებით და ა.შ. გარდა ამისა, არის ოჯახები, სადაც 4-10 წევრი ცხოვრობს, ერთ ჭიქაში მოთავსებულია შესაბამისი რაოდენობის ჯაგრისები და ყველას უწევს, დაიმახსოვროს ჯაგრისი მხოლოდ ფერი. ჩვენი იდეის შემთხვევაში, შეცდომით სხვის ჯაგრისს ვერ აიღებ, რაც ჰიგიენისთვი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
საინტერესოა – როგორია მოთხოვნა მის მიმართ?
პროდუქტის გაყიდვა დავიწყეთ ონლაინ, ნულოვანი აუდიტორიით. პირველივე პოსტის ატვირთვის შემდეგ, მივიღეთ პირველი შეკვეთები და ყოველდღიურად იზრდება როგორც გვერდის გამომწერების, ასევე, შეკვეთების რაოდენობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ რამდენიმეთვიანი მუშაობის და უკვე დიდი მოცულობის შეკვეთების შემდეგაც კი არ მიგვიღია არცერთი ნეგატიური უკუკავშირი, პირიქით, ყველა გვწერს კომპლიმენტს, ყველას მოსწონს როგორც იდეა, ასევე, უშუალოდ პროდუქტი, რაც გვაძლევს უდიდეს მოტივაციას.
თუ გეგმავთ, სხვა სახის პროდუქტიც აწარმოოთ?
ჩვენი სამომავლო გეგმაა, გადავიყვანოთ მომხმარებელი პლასტმასის გამოყენებიდან მეტად ეკოლოგიურ პროდუქტებზე, ამ შემთხვევაში, ბამბუკის ნაკეთობებზე, შესაბამისად, ვგეგმავთ – პირველ ეტაპზე, აბაზანის აქსესუარების მეტი არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებელს.