• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხელნაკეთი ბუხრები საახალწლო განწყობისთვის – ქრისტინა მავროპულოს ნამუშევრები

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
ხელნაკეთი ბუხრები საახალწლო განწყობისთვის – ქრისტინა მავროპულოს ნამუშევრები
26
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ჯადოსნური ახალი წელი დადგება. ფერადი, საოცარი და ზღაპრული, წინასაახალწლო დღეები უკვე ათვლილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ სადღესასწაული განწყობაზე ზრუნავენ. როგორც წესი, ამ ყველაფრისთვის ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი საცხოვრებელი გარემო ლამაზად და გამორჩეულად მოვრთოთ.

ერთერთი გამორჩეული დეტალი, რაც საახალწლო, მყუდრო გარემოსთან არის დაკავშირებული, არის ბუხარი. 27 წლის ქრისტინა მავროპულო სწორედაც რომ ხელნაკეთი ბუხრების არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. მისი ნამუშევრები, უბრალოდ, ჯადოსნურია. იმის შესახებ, თუ როგორ გაუჩნდა მას იდეა, რომ აღნიშნული დეკორაცია დაემზადებინა, ქრისტინა „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.


„ბოლო რამდენიმე წელია, ყოველთვის ვცდილობ, რაღაც სიახლე შევიტანო ჩემს საქმიანობაში. სულ ვცდილობდი, შემექმნა საკუთარი ხელით. აქამდე დაკავებული ვიყავი საბავშვო თმის აქსესუარებისა და სადღესასწაულო სამოსის დამზადებით. 2018 წლის ერთ ჩვეულებრივ საღამოს (ახალი წლის დღეები ახლობდებოდა) ოჯახთან საუბრისას გამოვთქვი აზრი, რომ მინდოდა რაღაც ახლის შექმნა, რაც უკავშირდებოდა ახალ წელს – ის უნდა ყოფილიყო ლამაზიც, მოთხოვნადიც და, რასაკვირველია , ხალხისთვის ხელმისაწვდომი.


გადავხედე ბაზარს, თუ რას სთავაზობდნენ მეწარმეები, რადგან მე მათგან განსხვავებულის შექმნა მქონდა იდეაში. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, არავის არ ჰქონდა იმ პერიოდში შემოთავაზებული დეკორატიული ბუხარი, რაც, ალბათ დამეთანხმებით, ახალი წლის ერთ-ერთი ხიბლია, ყველას სახლში. ჩემი ჩანაფიქრი გავანდე ჩემს მეუღლეს, რომელმაც ძალიან მოიწონა იდეა“.


ქრისტინა იმის შესახებაც გვესაუბრა,  თუ რა მასალისგან ამზადებს ბუხრებს.


„ბევრი ვიფიქრეთ მასალებზე, რით უფრო უმჯობესი იყო დამზადება. საბოლოოდ, დავამზადეთ ერთი ბუხარი და დავდეთ ერთ-ერთ ჯგუფში გამოკითხვისთვის, თუ რამდენად მოსწონდათ და რამდენად ჰქონდათ შეძენის სურვილი.


რამდენიმე წუთში იმხელა გამოხმაურება მოყვა ჩვენს განცახადებს, რომ მზად ვიყავით, უფრო და უფრო მეტი დაგვემზადებინა. იმ წელს, ზუსტად მახსოვს, 55 შეკვეთა დავამზადეთ. ეს იყო სასწაული შეგრძნენა, როცა შენს იდეას ასე ზუსტად ახორციელებ და ამდენი ხალხი იწონებს მას. ამ ყველაფერს კი უფრო შესანიშნავს ის ხდის, რომ ერთად ვამზადებთ მე და ჩემი მეუღლე, დიდი სიყვარულით. რაც კიდევ უფრო სასიამოვნო პროცესია.  უკვე 5 წელია, ვახარებთ ჩვენს მომხმარებლებს. ბუხრის კარკასს ვამზადებთ პენოპლასტისგან, ხოლო მოპირკეთება დეკორატიული თაბაშირის ფილებით მიმდინარეობს.   საბოლოოდ, იღებება და მზად არის ახალ ოჯახში გასამგზავრებლად“.


როგორც ქრისტინა ამბობს, მის ნამუშევრებს რეალური აგურებისგან აშენებული ბუხრის იმიტაცია აქვს, რაც მათ გამოარჩევს. ასევე, ისინი ძალიან თეთრია, რაც კიდევ უფრო მეტად ქმნის სადღესასწაულო განწყობას.


„ალბათ, იმით გამოირჩევა ჩემი ნამუშევრები, რომ აქვს იმიტაცია რეალური აგურებისგან  აშენებული ბუხრის. არის ძალიან ქათქათა თეთრი შეფერილობის, რაც ძალიან უხდება ახალი წლის დეკორაციას.
უმეტესად, ჩვენი დამკვეთები, არიან ფოტოსტუდიები, სკოლები,  ბაღები და უბრალოდ ისინი, ვისაც სურთ, აიმაღლონ საახალწლო განწყობა ჩვენი დეკორაციით. ამ ეტაპზე, ახალი იდეები მაქვს, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად გაგიზიარებთ. აქვე ვიტყვი, რომ ბევრად მეტი შეუძლიათ მათ, ვინც იმედს საკუთარ თავზე ამყარებს. ყოველთვის ეცადეთ, თქვენი ჩანაფიქრი ბოლომდე განახორციელოთ“.

fb-share-icon
Tweet
Share10Tweet7

ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი
ახალი ამბები

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი

12/12/2025
ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა

12/12/2025
მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო

12/12/2025
„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა
ახალი ამბები

„თქვენი მხარდაჭერის და გამხნევების იმედი მაქვს… როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ცხოვრება გრძელდება…“ – სალომე ბაკურაძე ეთერს დაუბრუნდა

12/10/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება
ახალი ამბები

იმერეთში, 14 წლის გოგო დედა გახდა – ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

12/08/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In