• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
შაბათი, აგვისტო 20, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი

,,მეგა 2013“ 20-30 ნომინაციით წარსდგება

2013/12/23
in ექსკლუზივი
2 0
2
SHARES
22
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

megaa1სულ მალე საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი ,,მეგა 2013“ გაიმართება. იყო დრო, როდესაც ქართულ შოუ-ბიზნესში ეს წლის მოვლენა იყო, როდესაც ქართული მუსიკალური ელიტა პოპულარობის ზენიტში იყო, იქმნებოდა მუდმივად ახალი და ამ ახლის შემოქმედნი იღებდნენ მეგას, როგორც საზოგადოების რჩეულნი. დღეს  ე.წ. კულტურული კრიზისია, საქართველოს არ ჰყავს აქტიური შოუ ბიზნესი, ზოგი ამ ფაქტს დადებითად მიიჩნევს, ზოგიც უარყოფითად. ქართველ საზოგადოებას კი მრავალი ნიჭიერი ადამიანი ჰყავს, რომლებიც ბოლო დროს სხვადასხვა კონკურსებიდანაც გამოჩნდნენ და დაიმკვიდრეს თავი, ზოგიც უბრალოდ ეპატაჟური ფიგურაა და ამით მოიხვეჭა სახელი. მოკლედ ადამიანები მიდიან და მოდიან, ასე ემართებათ ვარსკვლავებსაც, რომლებიც დრო და დრო ქრებიან, ასე ხდებოდა ,,მეგას“ ნომინანტების შემთხვევაშიც. 1999 წლიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მე-14 ,,მეგა“ კვლავ გაიმართება 10 დეკემბერს.

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება `მეგას” დამფუძნებელი ბესო ჩუბინიძე

ბესო 10 დეკემბერს მე-14 `მეგას” აკეთებ, როგორ ფიქრობ იმ ფონზე, როცა ქართულ შოუ-ბიზნესში თითქმის არაფერი ხდება, ვისი დაჯილდოება მოგიწევს და ვის უნდა გადაუნაწილო ნომინაციები?

თითქმის არაფერი არ ხდება, ხომ არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი არ ხდება? რაც ხდება სამწუხაროდ ძალიან ცოტაა, მაგრამ დამიჯერეთ მუდმივ მონიტორინგს ვაწარმოებთ მთელი საქართველოს მაშსტაბით და ბევრი საინტერესო რამ მაინც ხდება, გარდა იმისა, რაც შეძლება სატელევიზიო პროექტების სახით ჩანს ეკრანებზე, უამრავი კონცერტი ტარდება, უამრავი ტურნე, სამწუხაროდ ეს თემა არ არის დღეს საინტერესო და პოპულარული ჩემი კოლეგებისთვის და იქმნება ისეთი ფონი, რომ თითქმის მართლა არაფერი არ ხდება

გეთანხმები, დღეს არაპოპულარულია, მაგრამ ყველას გვახსოვს პერიოდი, როცა სპორტის სასახლის 10.000 კაციან დარბაზი, კვირაში ორჯერ, სალაროში  გაყიდული ბილეთებით მოყვანილი ხალხით ივსებოდა? რა მოვლენა იყო ეს?

ამჯერად ძველი დროის ამ სახით დაბრუნება ძალიან რთულია, იქნებ შეუძლებელიც კი, რადგან ის რაც მაშინ იყო, უბრალოდ იყო ახალი ხილი ქართველი მსმენელისთვის, გაჩნდა ფანების ინსტიტუტი, ვარსვლავების წოდება, გაჩნდა ბრძოლა კონკრეტული ნომინაციებისთვის `მეგაზე” და ეს იყო სიცოცხლე და მოძრაობა. მე ძალიან კარგად ვიცი დღეს (!) რამდენად არაპოპულარულ თემას ვემასხურები, მაგრამ დამიჯერეთ, რომ – გავა წლები და პოლიტიკაზე წინ, ქართველი კაცი კვლავ ხელოვნებას და კულტურას დააყენებს, თუნდაც ამ მიმდნარეობას რასაც შოუ-ბიზნესი ქვია, უბრალოდ ქართველ ადამიანს ამისთვის მინიმალურად დაკმაყოფილებული სოციალური პრობლემები უნდა მოუგვარდეს, რომ ოჯახმა შვილი კონცერტზე გაუშვას, ბილეთის ფული მისცეს შვილს და ის აზიარო რაღაც მისთვის ახალს და ღირებულს.

`მეგაზე” რამდენად ღირებული მუსიკა ფასდება ხოლმე ბესო?

14 წელიწადია ეს პროექტი კეთდება და დარწმუნებული ვარ კიდევ 114 წელი გაკეთდება და თავად პროექტის ფორმატია ისეთი, რომ ის ამათუიმ კონკრეტული წლის მუსიკალურ მოვლენებს და პერსონებს აფასებს, კონკრეტულად მუსიკის ღირებულებას კი, მაინც დრო განსაზღვრას, ცერემონიალის მიზანია კონკრეტულ წელს გააკეთოს შემაჯამებელი დასკვნა ცერემონიალის სახით – ვინ ვინ არის ამა თუ იმ წელს, თუმცა ღირებული მუსიკის და მუსიკოსების, მომღერლების და შემსრულებლების  პრობლემა არასოდეს გვქონია `მეგაზე”, რათქმაუნდა არც მე ვარ კმაყოფილი `მეგას~ მფლობელთა ზოგიერთი სახელი და გვარით, მაგრამ `მეგას~ ადამიანები ქმნიან და არა სულელური სმს-ები და ლიკე-ბი „ფეისბუქზე“, გიმეორებთ – მთელი წლის მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით თითქმის არცერთ ფესტივალს, კონცერტს ან მუსიკალურ ღონისძიებას არ ვტოვებთ მონიტორინგის გარეშე და ყველაზე ხშირად „ტაშომეტრით“ ვხვდებით ყველაფერს – ტაშომეტრი ჩემი მეგობრის აჩი ფურცელაძის მოგონილი სიტყვაა და ხვდებით ხო რის გაზომვას ემსახურება?  – ამ საქმეს ვემსახურებით ათეულობით წელია და ეს პროფესიონალიზმის  ერთ-ერთი საფუძველია, რომელიც თავისთავად „მეგას“ ხმარდება.

მიუხედავად იმისა, რომ მახსოვს სკანდალები ყოველთვის თან სდევდა ხოლმე “მეგას” – ხან ვინ უცხადებდა პროტესტს და ხან ვინ არ მოდიოდა ცერემონიალზე…

მერე სად არიან დღეს ეს პროტესტანტები? `მეგა” კი, კვლავ იქაა და იმ საქმეს აკეთებს რაც 1999 წლიდან დაიწყო, რათქმაუნდა სკანდალები ეს მსგავსი სახის ცერემონიალების ფორმატში ჯდება, მუდმივი თანმდევია, მუდმივად მოძრაობა და სიცოცხლე იგრძნობა, ასე უნდა იყოს, მაგრამ `გრემზე” რომ ჯენიფერ ლოპესი რაღაცის პროტესტის ნიშნად არ მიდის, როგორ ფიქრობ ამით ვის აკლდება – `გრემს”? მეეჭვება, ამიტომ მსგავს მოვლენებს მშვიდად ვხვდები, წლებმა იმუნიტეტი გამოგვიმუშავა ამ საკითხისადმი და როცა ჩემი ქვეყანაც იმ ქვეყნის დონემდე მივა, სადაც „გრემი“ ტარდება, მაშინ ვიფიქრებთ ხოლმე „მეგას“ დროს მსგავს დეტალებზე

 როგორ ფიქრობ რატომ გახდა ქართული შოუ-ბიზნესი ასეთი არაპოპულარული?

არასწორი მარკეტინგის გამო, კულტურის პოლიტიკის არარსებობის გამო, არაპრიორიტეტულობის გამო და რაც მთავარია ჩვენი კოლეგების არაკომპეტენტურობის გამო, რომლებსაც ერთ სიამოვნებად უღირდათ ე.წ. კრიტიკული სტატიების წერა, სიუჟეტების კეთება და მასალების გამოქვეყნება ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების შესახებ, ამ სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საქმეს სიყვარული სჭირდება, ამ ადამიანებს მოფერება და ყურადღება და არა ის, რომ ფიქრობდე – აუ, ხვალ გაზეთში სათაურად ვგლიჯავ  – „მეგას” ქართველმა ვარსკვლავებმა პროტესტი დაუფიქსირეს და არ მივიდნენ, – და ამ სათაურის გამო შენზე ორჯერ არაპროფესიონალი რედაქტორი 2 ლარით და 60 თეთრით მეტ ჰონორარს მოგცემს 🙂 სათაური გაზეთსაც გაგიყიდის და მეტსაც ჩაიდებ ჯიბეში, მაგრამ მერე? – სამწუხაროა, ჩემი კოლეგებისთვის დღეს აღარაა საინტერესო ეს სფერო, მაგრამ ზუსტად ვიცი მოვა დრო და თემა ქართულ მედიას დაუბრუნდება…

ბესო, „მეგას” კომერციული ინტერესი შენი, როგორც ორგანიზატორის რაში მდგომარეობს? რამდენადაც ვიცი ბოლო წლებია ბილეთებს არ ყიდით, თუმცა მე ის პერიოდიც მახსოვს როცა „მეგა” ფილარმონიაში ტარდებოდა 15 ლარიან ბილეთებს გადამყიდველებთან 30 ლარად ვერ იყიდდი.

კარგი კითხვაა, – ამასწინათ ერთმა ჩვენმა კოლეგამ ინტერვიუს ჩაწერის დროს მითხრა, საქართველოს ბოლო წლების რეალობში 7 სხვადასხვა სახელის დაჯილდოების ცერემონიალი არსებობდა და რეალობას მხოლოდ „მეგა” შემორჩა და როგორც ჩანს ყველაზე მაგარი ნერვები შენ აღმოგაჩნდა ამდენ კრიტიკას, რომ გაუძელიო, – საქმის სიყვარული და ერთგულება ქვია ამ ყველაფერს და არაფერი მეტი! არის რაღაცეები რაც ფულზე მეტად ფასობს: – ამას პერსპექტივა ქვია! მე მჯერა ჩემი ქვეყნის წარმატებული პერსპექტივის და დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ეს „მეგაზეც” შესაბამისად აისახება, ყველაზე მთავარი კი – დამიჯერეთ იმ ადამიანების გულითადი და არაყალბი (!) მადლობაა, რომლებიც სცენაზე დგანან „მეგას” სტატუეტკით ხელში და უხარიათ, როცა – მათ შრომას რაღაცით მაინც მადლობას უხდის ვიღაცა.. ეს სტიმული, და როცა ამას მერაბ სეფაშვილი გეუბნება, როცა ამას თემურ წიკლაური გეუბნება, როცა ამას კაკო ვაშალომიძე გეუბნება, ბესო კალანდაძე, ეთო კაკულია და სხვანი და სხვანი ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავეთიდან, როგორ ფიქრობთ ეს კომერციულ ინტერესზე მეტი ინტერესი და ინვესტიცია არააა? მე ვფიქრობ, რომ არის.

წელს სად გაიმართება მე-14 „მეგა”?

წელს მარჯანიშვილის თეატრის დიდი დარბაზი უმასპინძლებს „მეგას” ტრადიციულ ცერემონიალს, რისთვისაც უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადო თბილისის მერიის ღონისძიებათ მოწყობის დეპარტამენტს და მის ხელმძღვანელს ნეკა სებისკვერაძეს, რადგან მხოლოდ მათი თანადგომის შედეგია ის, რომ წელს ცერემონიალი ასეთ აკადემიურ დარბაზში ტარდება, მადლობა მათ, რომ წელს ასე უანგაროდ უჭერენ მხარს ქვეყნის მთავარ მუსიკალურ მოვლენას.

რამდენი ნომინანტი გამოვლინდება წელს და რამდენ ნომინაციაში?

ადრეული წლებისგან განსხვავებით – ცოტა, ესეც ლოგიკურია და ესეც იმის შედეგია, რომ სამწუხაროდ პრიორიტეტული „დარგი” აღარაა დღეს ხელოვნების ეს მიმდინარეობა – ქართული მასობრივი კულტურა ანუ, ნომინაციებს რაც შეეხება – სავარაუდოდ 20-30 ალბათ.

ახალი და განსხვავებული თუ იქნება წელს „მეგაზე” რამე?

თავად ცერემონიალის ფორმატი არის სტანდარტული, სამ საათიანი ღონისძიება, რომელიც ვიმეორებ – სტანდარტულ ფორმატს ექვემდებარება, თუმცა ახალის და საინტერესოს გაკეთება ყოველთვის მის შინაარსობრივ დატვირთვაზე მოდის, ასე რომ თავად ცერემონიალის დროს იქნება ბევრი საინტერესო რამ და ახალ სახეებთან ერთად რათქმაუნდა ქართული ესტრადის ნამდვილი ბუმბერაზები, – ნომინაციებს თუ გადახედავთ საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებას ნახავთ – თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად, მისი სახელობის „მეგაც“ დავამატეთ ნომინაციებს, ფოლკლორის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის გადავცემთ რჩეულს გელა დაიაურის ხელით. (შეგახსენებთ, რომ დღემდე  ნომინაციებში არსებობს  მუსიკოს დათო ოძელაშვილის სახელობის „ოძელას მეგა“  და ირაკლი ჩარკვიანის სახელობის  „მეფეს მეგა“ – ავტ.)

  ე.წ. ჟოლოს-ნომინაციები ისევ იქნება ბესო?

„მეგას” ჰქონდა ამის პრეცედენტები, რამდენჯერმე გამოვაქვეყნეთ „ჟოლოს მეგას” გამარჯვებულთა სახელები კონკრეტულ ნომინაციებში – მაგალითდ „წლის უგემოვნო ჰიტი” „წლის წარუმატებელი პროექტი” და ა.შ. ვფიქრობთ არც „მეგა 2013” იქნება ამ მხრივ გამონაკლისი და ვაპირებთ ნომინაცია „ქართული შოუ-ბიზნესის მაფიოზის“ გამოვლენას ნომინაციას „წლის სირცხვილია, უხერხულია“ასევე „მეგა ყვითელი ჰალსტუხით“  და ა.შ.

მერე ტრადიციული ქართული საქმის გარჩევების არ გეშინიათ?

არა, ნამდვილად არ გვეშინია – ეს „მეგაა” და არა ერთი ჩვეულებრივი, რიგითი, გასვლითი კონცერტი სადმე რეგიონში, იმუნინეტი გვაქვს გამომუშავებული უკვე, თუმცა ვაღიარებ – ჩვენი მიზანი არაა არავის დაცინვა ან „გაჟოლოება”, იუმორის გრძნობა კი მეტნკლებად ყველას აქვს ამ დარგში 🙂

ახალი სახეები ისევ იქნებიან?

რათქმაუნდა – განვმეორდები: ეს „მეგაა” წლის შემაჯამებელი ცერემონიალი და აქ, ამ სცენაზე აღარავის უნდა უკვირდეს წესით, ერთმანეთის გვერდით მაგალითად ნუგზარ ერგემლიძე და მაგალითად რეპერი „მასტერი”, მერე რა რომ ორი აბსოლიტურად სხვადასხვა ჟანრია?! ახალი, ახალგაზრდა სახეებიც კვლავ იქნებიან „მეგას” ცერემონიალზე, ფორმატი ამას ითვალისწინებს.

დასწრების მსურველებმა რა უნდა ქნან ბესო, ბილეთები თუ არ იყიდება?

ამ შემთხვევაში სამწუხაროდ – დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით ხდება და გარეშე პირები ცერემონიალზე სამწუხაროდ ფიზიკურად ვერ დაესწრებიან. სრულ ვიდეო-ჩანაწერს და დეტალურ ფოტორეპორტაჟს www.stars.ge გამოაქვეყნებს და ალბათ ჩემი კოლეგებიც ტრადიციულად ოპერატიულად მიაწვდით საზოგადოებას იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ ცნობებს, მინდა რომ – ეს დარგი არა ინდივიდუალური მიდგომებით, არამედ ერთობლივი შეტევით დავაყენოთ ფეხზე! გამოგვივა მენდეთ! ქართული კულტურის ეს მიმდნარეობა – პერსპექტიულია, მერე რა რომ სულ რაღაც 3 მილიონიანი ქვეყანა ვართ ბათუმიდან ლაგოდეხამდე?! – თუ გავუძლებთ ამ პერიოდს, ყველაფერი გამოვა, მე ისევ მაზოხისტურად გავაგრძელებ ამ დარგის პოპულარიზაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად გვერდში რამდენადაც ვიცი ცერემონიალს კვლავ არავინ უდგას?

მიუხედავად მაგისა! თუმცა ამ არასახელმწიფო ღონისძიებას ყავს მეგობართა ვიწრო წრე, რომლებიც ძალიან მინიმალური თანხებით ყოველთვის გვერდში უდგანან ხოლმე „მეგას”. ალბათ ჩვენი ოცნებებიც ასრულებაც მალე დაიწყება და 14 წლის განმავლობაში ქართველი მუსიკოსების და მომღერლების მოამაგე ეს პროექტიც გახდება საჭირო (!) და. . . პომპეზური! ყველაზე მთავარი კი. იცით რა არის? – ჩვენ „მეგას” საორგანიზაციო ჯგუფი, თავისუფლებას ვერ დავკარგავთ, ხალხის ინტერესზე ზემოთ ვერავის ინტერესს ვერ დავაყენებთ.

25.11.13

გიორგი ჩუბინიძე

fb-share-icon
Tweet
Tags: მეგა 2013“-ი 20-30 ნომინაციით წარსდგება
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
Next Post

ლადო ჭანტურიას კილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

პროგრამა “ქართული ხელოვნება ვილნიუსში“ გრძელდება

ბათუმში ვადაგასული სურსათი იქნა ამოღებული

Discussion about this post

ახალი ამბები

7 წლის ნუცას საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

7 წლის ნუცას საზოგადოების დახმარება სჭირდება

2022/08/20
0

7 წლის ნუცა შიუკაშვილს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე (გლიომა) დაუდგინდა. ოჯახს ბავშვის სამკურნალოდ საჭირო თანხები არ აქვს და დახმარებისთვის საზოგადოებას...

სრულად
„მინდა, ყველამ იცოდეს, რა ბიჭი იყო ნიკა…“ – რას ჰყვება მეგობარი ბიჭზე, რომელიც იორში ძმის გადასარჩენად გადახტა

„მინდა, ყველამ იცოდეს, რა ბიჭი იყო ნიკა…“ – რას ჰყვება მეგობარი ბიჭზე, რომელიც იორში ძმის გადასარჩენად გადახტა

2022/08/19
მარტვილში, მდინარე ცხენისწაყლში 6 წლის ბავშვს ეძებენ

მარტვილში, მდინარე ცხენისწაყლში 6 წლის ბავშვს ეძებენ

2022/08/17
საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა 

საქართველოში ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 10 ლარით შემცირდა 

2022/08/16
თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს  

თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული 300 ადამიანისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას დააფინანსებს  

2022/08/16
ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 

ტრაგედია ქობულეთში – ზღვაში 12 წლის მოზარდი დაიხრჩო 

2022/08/15
8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

8-დღიანი ძებნის შემდეგ კასპში გაუჩინარებული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

2022/08/15

საინტერესო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

9 წელი ago
თსუ-ში ლექტორები ლექციების ჩატარებაზე უარს ამბობენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 98 წლისაა

7 წელი ago
“თბილისის მიკროავტობუსი”: “თუ ისინი არ დაუბრუნდებიან სამსახურს, მოხდება ხელშეკრულებების გაუქმება”

“თბილისის მიკროავტობუსი”: “თუ ისინი არ დაუბრუნდებიან სამსახურს, მოხდება ხელშეკრულებების გაუქმება”

7 წელი ago

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქალაქეებმა იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

7 წელი ago

კალენდარი

აგვისტო 2022
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ივლ    

სიახლეები

  • 7 წლის ნუცას საზოგადოების დახმარება სჭირდება 2022/08/20
  • „მინდა, ყველამ იცოდეს, რა ბიჭი იყო ნიკა…“ – რას ჰყვება მეგობარი ბიჭზე, რომელიც იორში ძმის გადასარჩენად გადახტა 2022/08/19
  • მარტვილში, მდინარე ცხენისწაყლში 6 წლის ბავშვს ეძებენ 2022/08/17

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In