3 წლის ბავშვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ბათუმის ბულვარში, ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა ოჯახმა სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო.
12 მარტს, ბატუტი ძლიერმა ქარმა ადგილიდან მოგლიჯა, შედეგად იქ მყოფი ერთი ბავში გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყება ამბობს, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო”