ვინგოუ-ს დამფუძნებელი, გოგი ხოჭოლავა:
“ცოტა ხნის წინ დამირეკეს შსს-დან
-გამარჯობა, ბატონო გოგი 7-8 მარტს აქციებთან დაკავშირებით გირეკავთ! – გამომძიებელი
– რასთან დაკავშირებით უკაცრავად, შემჩნეული ვარ რაიმე სახის ძალადობაში? წინააღმდეგობის გაწევაში თუ რატომ ?
-არა ბატონო, უბრალოდ გასაუბრება გვინდა! – გამომძიებელი.
-ვაკანსია გაქვთ რამე თუ ? მოდით ჩემი ადვოკატის ნომერს მოგცემთ და დაურეკეთ რა! ისე ბარემ გკითხავთ რაიმე სამართალწარმოებაა დაწყებული ?
-არა არა ბატონო, მოწმის სახით მინდა დაგიბაროთ!
-ხო და მე არსად მომსლელი არ ვარ, ან ადვოკატის ნომერს მოგცემ და დაურეკეთქო. ან თუ სამართალწარმოებაა დაწყებული, ოფიციალური წერილი მომოვიდეს, რომ დაბარებული ვარ და ადვოკატთან გავივლითქო!
-კაი, კაი შეგეხმიანები – გამომძიებელი და მითიშავს ტელეფონს….
რჩევა: იცოდეთ თქვენი უფლებები, ოფიციალურობის გარეშე, თქვენი დაბარების უფლება არ აქვთ. უნდა მოგივიდეთ ოფიციალური წერილი უწყებიდან!
აუცილებელია, ოფიციალურად გაგაცნონ თუ რა მუხლით არის სამართალწარმოება დაწყებული და რასთან დაკავშირებით გიბარებენ… ყველა საკითხში ადვოკატი დაიხმარეთ და ახსენეთ… ეს მათ აფრთხობთ…
P.S. ნომერს (საიდანაც დამირეკეს) არ ვწერ შეგნებულად, მაქვს და თუ ვინმე დაინტერესდებით მოგწერთ პირადში!”