ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოყარა ესპანელები ქუჩებში და 10 ათასობით კაცმა გუშინ გააპროტესტა მთავრობის ქამრის მოჭერის პოლიტიკა.
ეს გამოსვლები ესპანეთის სამი უდიდესი პროფკავშირული გაერთიანების მოწოდებით ერთდროულად დაიწყო ქვეყნის 55 დიდ ქალაქში და მოითხოვეს ბანკების გასამართლება და მათი მუშაობის გამჭვირვალობა.
ყველაზე ხალხმრავალი გამოსვლა დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომლის დროსაც ქალაქის ცენტრალური პროსპექტები და მოედნები ავტომანქანებისათვის გადაიკეტა და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა.
27.11.13