სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ “აბსოლუტურად ეთანხმება” საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის წერილს, რომელიც მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით გაუგზავნა.
“ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას“, – თქვა ლილუაშვილმა.
კითხვაზე, თვლის თუ არა თავად ლილუაშვილი, რომ ემუქრება სანქციები, ის აცხადებს: “არა მგონია, რომ მემუქრებოდეს”.
“უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. [ვისაც ნანახი არ აქვს] იმას გული დაწყდება“, – ამბობს ლილუაშვილი.