ირან-დასავლეთს შორის ჟენევაში ხელმოწერილ შეთანხმებას დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა მთელს მსოფლიოში და ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც ამ შეთანხმებამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ისრაელია.
ამიტომაც ამ ქვეყნის პრემიერს ნეთანიაჰუს ტელეფონით დაუკავშირდა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მტკიცე გარანტია მისცა მისი ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
ინგლისის პრემიერის დავიდ კამერონის აზრით ეს შეთანხმება თეირანს კიდევ უფრო დააშორებს ბირთვულ იარაღს, ხოლო უფრო ფართომასშტაბიანი შეთანხმების ხელმოწერისათვის ირანის სანქციებით შეშინებას გააგრძელებენ.
გარდატეხის მომენტი უწოდა ჟენევის შეთანხმებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუიდო ვესტერველლერმა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით ეს შეთანხმება სარგებელს მოუტანს მთელს რეგიონს და ხელს შეუწყობს სხვა პრობლემების მოგვარებასაც.
27.11.13