ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, კრემლი არ არის დაინტერესებული ლეგიტიმური მოლაპარაკებებით და ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას დასავლეთს აკისრებს.
ამერიკელი ანალიტიკოსები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებებს ეყრდნობიან, რომელმაც ანკარაში ვიზიტისას თქვა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებზე უარს არ ამბობს, თუმცა ის დაფუძნებული უნდა იყოს რუსეთის “ლეგიტიმურ ინტერესებზე”.
გარდა ამისა, ექსპერტების თქმით, კრემლი სავარაუდოდ, გააქტიურებს საინფორმაციო ოპერაციებს, რათა გააძლიეროს ზეწოლა დასავლეთზე და აიძულოს უკრაინა დაბრუნდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით.
“უკრაინაში ახალი ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის შიშმა უკრაინაში მოსალოდნელი კონტრშეტევების დროს, შესაძლოა, კრემლი აიძულოს, გააძლიეროს მიმდინარე საინფორმაციო ოპერაცია, რაც მიზან ისახავს, დასავლეთი აიძულოს, უკრაინას შესთავაზოს დათმობები და აიძულოს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება მოსკოვისთვის ხელსაყრელი პირობებით”, – ნათქვამია ISW-ის ყოველდღიურ ანგარიშში.