“გერმანიას ისე რომ არ ეფიქრა, როგორც ახლა, არ ეცადა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შეფერხება, დღეს უკრაინაში ომი არ იქნებოდა“, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პიოტრ ვავჟიკმა განაცხადა.
ვაჟვიკი გამოეხმაურა გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებას. პისტორიუსმა თქვა, რომ “ახლა არ არის საუკეთესო დრო უკრაინის NATO-ში გასაწევრიანებლად”.
“საქმე იმაშია, როდის დადგება დრო ამ “ცივი გონებისთვის”, ომის დასრულებიდან 5, 19 თუ 30 წლის შემდეგ? ცნობილია, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები საფრანგეთი და გერმანია, საერთო ჯამში, სულ წინააღმდეგი იყვნენ უკრაინის, როგორც NATO-ში, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების.
პოლონეთს არ სურს, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას წლები დასჭირდეს. ჩვენი აზრით, რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი, რადგან ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია არა მხოლოდ უკრაინისა და პოლონეთის, არამედ მთელი რეგიონისთვის” – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ვავჟიკის განცხადებით, ბორის პისტორიუსის განცხადებამ შესაძლოა, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესი შეაფერხოს.