“მრცხვენია, რომ არ მახსოვს ქართული… ახლა ვსწავლობ, კვირაში რამდენიმე გაკვეთილი მაქვს”, – ამის შესახებ ზელენსკის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია “მთავარ არხთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.
“ქართული ცოტა ვიცი, მაგრამ ახლა ვსწავლობ, კვირაში რამდენიმე გაკვეთილი მაქვს, თანაც ჩემ ირგვლივ ბევრი ქართველი ტრიალებს, ქართული ლეგიონი, რომელიც იბრძვის ჩვენს არმიაში, ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ჩამოდის კიევში. რადგან საქართველო და უკრაინა ძმებივით არიან, რომლებსაც სურთ ევროკავშირში ერთად შევიდნენ. ჩვენ ეს მცდელობა უნდა გავაერთიანოთ, ამ მიზნისკენ ერთად უნდა ვიაროთ. მე მრცხვენია კიდეც, რომ არ მახსოვს ქართული, რადგან აფხაზეთიდან, საქართველოდან, ძალიან პატარა წამოვედი, მაგრამ ახლა ვცდილობ, ჩემი ქართული გავაუმჯობესო. ასე რომ, შეიძლება მომავალი ინტერვიუ ქართულად იყოს…”,- ამბობს არახამია.