აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით,საქართველოს საზღვართან ნეპალის 10 მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, მოქალაქეები აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით ცდილობდნენ საზღვრის კვეთას.
მათივე ცნობით, საქართველოს საზღვრის არალეგალურად კვეთაში ნეპალელებს აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ეხმარებოდათ, რომელიც ასევე იდენტიფიცირებულები არიან. ისინი 6 მაისს დააკავეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.