“პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან ბევრი მესიჯით დატვირთული და თითოეული მათგანი ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომლებზეც რეალურად ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე იდგა. ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ის რწმენა, რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა და მოიყვანა ჩვენი ერი და სამშობლო, მართლმადიდებლურ რწმენას ვგულისხმობ. ეს არის შემწყნარებლობა, პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ კონფესიებზე და მულტიეთნიკურ საზოგადოებაზე, რომელიც ჩვენ ვართ და უნდა ვიყოთ ჩვენი სამშობლოს დაცვაში, როგორც ვიყავით ყოველთვის, ერთიანები. ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ ოჯახი ყოველთვის იყო ის, რაც ქართველ ადამიანს ბრძოლაში აძლიერებდა, საკუთარი ქვეყნისთვის და ეს ღირებულებები ყველაფერი თავმოყრილი იმისთვის, რომ ჩვენ გლობალიზაციის მრავალი გამოწვევით სავსე ეპოქაში გადავრჩეთ როგორც ერი, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ახლა. როგორ უნდა გადავრჩეთ?! უნდა გადავრჩეთ ისე, რომ არ ვუღალატოთ ჩვენ იმ ტრადიციულ ღირებულებებს რომელთა სადარაჯოზეც მუდამ ვიდექით ჩვენ, ჩვენი წინაპრები და ვისურვებდით ჩვენი მომავალი თაობებიც კიდე უფრო აქტიურად ამ ღირებულებების საფუძველზე აღიზარდონ. […] ფსევდოლიბერალური წივილ-კივილის გარეშე ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს პატარა სახელმწიფო, რომ ეს პატარა სახელმწიფო მიუხედავად მისი სიდიდისა არის დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე, დიდი კულტურის მქონე ქვეყანა და ყველა უნდა გავერთიანდეთ იმაში, რომ უზრუნველვყოთ ამ ქვეყანაში უფლებების დაცვა ერთმანეთისა, რწმენის დაცვა, ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ისე რომ არავის უფლება არ დაირღვეს”.
თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პრემიერის CPAC-ში გამოსვლაზე.