უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 2,7 მლრდ ევროს ოდენობის პაკეტი შეიმუშავა.
უკრაინა გერმანიისგან დამატებით Marder-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანას და Leopard 1-ის ტიპის 30 ტანკს მიიღებს. ასევე მოსალოდნელია, 2022 წლის ბოლოს დაანონსებული 18 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცის, ოთხი IRIS-T-SLM საჰაერო თავდაცვის სისტემის, 12 IRIS-T-SLS გამშვებისა და ამ სისტემებისთვის საჭირო ასობით მართვადი რაკეტის, ასევე 200 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატის, 100 საბრძოლო და 100-ზე მეტი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის საჭირო ავტომანქანის მიწოდება.
ცნობისთვის, ეს არის შეიარაღების ყველაზე დიდი პაკეტი, რომელიც გერმანიამ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად 2022 წლის თებერვლის ომის დაწყების შემდეგ უზრუნველყო.