უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციას” კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უწოდა”ძალიან რთული”, მაგრამ თქვა, რომ გარკვეული მიზნები მიღწეული იქნა გასული წლის განმავლობაში.
ბოსნია-ჰერცოგოვინის ტელეარხ “ATV”-თან მიცემულ ინტერვიუში პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში “ნელა” მოქმედებს, რადგან ის ატარებს “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და არა ომს”.
“ალბათ იკითხავთ, რატომ მოქმედებენ რუსები ასე ნელა. იმიტომ რომ, რუსები არ იბრძვიან, ჩვენ არ ვიბრძვით. ომის წარმოება სულ სხვა საქმეა, ეს ინფრასტრუქტურის და ქალაქების ტოტალური, სრული განადგურებაა. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ”, – თქვა პესკოვმა.
ბახმუტში არსებულ მდგომარეობაზე კი, რომლის აღებასაც რუსული ძალები უკვე რამდენიმე თვეა ,უშედეგოდ ცდილობენ, პესკოვმა თქვა, რომ იქ ნამდვილად ემოციური მდგომარეობაა, რადგან ბახმუტი ძლიერ გამაგრებული ტერიტორიაა და მიმდინარეობს ძალიან მძიმე შეტევითი ოპერაციები.