კახეთში, კერძოდ კი ბედიანში, 3-4 თვეში 4 მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ქვეყნის მასშტაბით არსებული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებლების აღწერა დავიწყეთ. დღეს, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1 500 საწოლი გვაქვს, თუმცა ამ საწოლების რაოდენობა მინიმუმ გასაორმაგებელია.
ბედიანში, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო, 3-4 თვეში გვექნება 4 მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება და ეს ბენეფიციარები უკვე იქ გადანაწილდებიან“, – განაცხადა აზარაშვილმა.
აზარაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს, კახეთში, ორი ფსიქიატრიული დაწესებულება აშენდება.
„კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი იყო ჩინელებთან ერთად. სამწუხაროდ, 2019-21 წლებში კოვიდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათთან აქტიური კომუნიკაცია არ იყო. მიმდინარე წელს ისევ განვაახლეთ კომუნიკაცია და ის პროექტი, რაც იყო მათთან ერთად შესრულდება და კახეთში ორი ფსიქიატრიული აშენდება“,- განაცხადა აზარაშვილმა.