თბილისში რუსული კლინიკების ქსელი “ჩაიკა” გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ekho Kavkaza ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კლინიკა მანამდე მხოლოდ მოსკოვში ფუნქციონირებდა, სადაც 7 დაწესებულება იყო გახსნილი. ეს კი რუსეთის საზღვრებს გარეთ გახსნილი პირველი ფილიალია, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.
როგორც Ekho Kavkaza წერს, დაწესებულების კლინიკური დირექტორი ქსენია იურკინაა. იგი 2020 წლიდან მუშაობს პრაქტიკოსად და მთავარი ექიმის მოადგილედ მოსკოვში მდებარე “ჩაიკას” ერთ-ერთ ფილიალში.
“საქართველო არის არაჩვეულებრივი ქვეყანა, სადაც მრავალი კულტურა ერწყმის ერთმანეთს. ქართველები ფიქრობენ ევროპული კატეგორიებით, ეს ჯანდაცვის სფეროსაც ეხება,” – ამბობს იურკინა.
“ჩაიკას” ქსელის დამფუძნებელი საინვესტიციო ბანკის КИТ Финанс-ის ყოფილი მფლობელი ალექსანდრ ვინოკუროვია, 2022 წელს მან თავისი წილი 86,37% პოლინა იუმაშევას მიჰყიდა.
პოლინა იუმაშევაა, ვალენტინ იუმაშევის ქალიშვილია პირველი ქორწინებიდან. ვალენტინ იუმაშევი რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სიძე იყო.
იმუშევა კომპანია Русал-ის დამფუძნებლის, ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას ყოფილი ცოლია, ისინი 2018 წელს დაშორდნენ.
2018 წლის აპრილში ოლეგ დერიპასკასა და მის რამდენიმე კომპანიას აშშ-მ სანქციები დაუწესა.
2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, დერიპასკას მიმართ სანქციები აქვთ დაწესებული ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს.