გლდანში, მესამე მიკრორაიონის მე-11 კორპუსის სადარბაზოში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში ახალგაზრდა ქალი ქმარ-შვილთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაციას ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში სწორედ ის ავრცელებს და წერს:
დღეს სიკვდლს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა ჩემი წივილი ყველას ესმოდა, არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს იქნებ მოგვიგვაროთ ეს პრობლემა
არ ვიცი კომენტარს რამდენად მიაქცევენ ყურადღებას და აქაც დავდე…” წერს მოქალაქე გლდანის ფეისბუქ ჯგუფში.