ინდოეთის აღმოსავლეთ ოდიშას შტატში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 288 ადამიანი დაიღუპა, 850 კი დაშავდა.
შემთხვევის ადგილას 200-ზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული.
მედიის ცნობით, Shalimar-Chennai Coromandel Express-ის მატარებლის რამდენიმე ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა, მეორე მატარებელი კი გადაბრუნებულ ვაგონებს შეეჯახა.
ტრაგედიის გამო შტატში გლოვის დღე გამოცხადდა.