საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
– საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 23.8 პროცენტით);
– ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი (გაიზარდა 55.2 პროცენტით);
– პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი (გაიზარდა 21.6 პროცენტით);
– მშენებლობა – 2 145.5 ლარი (გაიზარდა 14.7 პროცენტით).