სოციალურ ქსელში ქალი ჰყვება, რომ 18 ივნისს ღამით სახლში მეზობელი, რომან გიკაშვილი შეუვარდა და მათ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა.
დაზარალებული ქალის ცნობით, თავდამსხმელი მამამის მოკვლას ცდილობდა, ხოლო მას, როგორც მოწმეს თავიდან იშორებდა. მისი თქმით, მას 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, ხოლო მამას 30-ზე მეტი. დაზარალებულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი მას აივანზე ფიზიკურად უსწორდება.