სოფელ კართუბანში 18 წლის გოგო მდინარეში დაიხრჩო. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დღეს მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გოგო თანასოფლელებთან ერთად საბანაოდ იყო წასული. თუმცა, წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
მისი ცხედარი უკვე ნაპოვნია და მას ექსპერტიზა ჩაუტარდება. რის შემდეგაც, მომხდარის ზუსტი მიზეზი უნდა დადგინდეს.