ამერიკაში მცხოვრები, ეკონომიკური პოლიტიკის მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი, გიორგი მიქანაძე საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ პროცესებთან დაკავშირებით Facebook პოსტს აზიარებს და სტერეოტიპულ აზროვნებასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს.
The tbilisi times გიორგი მიქანაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ :
“ჩვენს საზოგადოებაში ძალიან მძლავრობს სტერეოტიპული აზროვნება.
მე მქონდა მაგალითად ასეთი სტერეოტიპი – მეგონა, რომ სათვალეების ტარება ერუდიციასთან და სიბრძნესთან ასოცირდებოდა. დღესაც კი, რომ ვხედავ ადამიანს სათვალით ქვეცნობიერი ინტელექტუალად აღიქვამს. ეს არის მცდარი დამოკიდებულება, – ცხადია! მეც კი მინდოდა ერთი პერიოდი სათვალეები მეტარებინა და ბევრიც ვეცადე, მაგრამ არ გამოვიდა. საკმაოდ რთულია სტერეოტიპებიდან გამოძრომა, მაგრამ, – შესაძლებელი.
ეს გახლავთ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციების ძალიან ეფექტური საშუალება.
ამასთან, სტერეოტიპული აზროვნების გონი ძალიან შორსაა თავისუფლებისგან და ის ხშირად სწორედ ამ სტერეოტიპებით ასამართლებს სხვებს და რაც ყველაზე მძიმეა და დრამატული, თავად საკუთარ თავს უმძიმესი განაჩენით აცხოვრებს.
მათ შორის ბევრ “პრადვინუტსა” და თავისუფლების აპოლოგეტს აქვს ეს უმძიმესი გამოწვევა.
ძალიან მინდა ბევრ გამოთავისუფლებულ ადამიანს ვხედავდე და იმედია მალე იქნება ეს. ნუ იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ ქართული სენია. არა, ბევრი “განვითარებული” მატერიალისტური საზოგადოებები საერთოდ გაგუდულია ამ უდიდესი გამოწვევით და სრულად დაბინდულია გონება. სამწუხაროდ!
თავად ეს მატერიალიზმია უდიდესი და უმძიმესი სტერეოტიპი!
თავისუფლებას გისურვებთ მეგობრებო – სხვების მაბედნიერებელ და საკუთარი თავის გამაბრწყინებელ თავისუფლებას.
😌👌”