შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ოფიციალური მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე გახდა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დენდროლოგიური პარკის მთლიანი ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს შპს ურეკირეზიდენსი ფლობს. ამავე მონაცემების თანახმად, შპს ურეკი რეზიდენსის 100% წილის მფლობელი ეკატერინე ხვედელიძე გახდა.
როგორც დოკუმენტშია ასახული, მანამდე შპს ურეკი რეზიდენსის 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილი იყო, რომელმაც რეესტრს მფლობელის ცვლილებასთან დაკავშირებით 6 ივნისს მიმართა.
ბერა ივანიშვილამდე შპს ურეკი რეზიდენსსბიძინა ივანიშვილი ფლობდა. დენდროლოგიური პარკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებშია გაშენებული. მისი სრული ფართი 60 ჰექტარს შეადგენს.
დენდროლოგიური პარკი მსურველთათვის ღია სივრცეა, თუმცა კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მფლობელს პარკის ნებისმიერ დროს დახურვის შესაძლებლობა აქვს.