დედა წლების წინ დაკარგულ შვილს ეძებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ვეძებ შვილს! კარგად დააკვირდით იქნებ ვინმემ სადმე დაინახეთ გთხოვთ თითოეულ „ფეისბუქ“ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გთხოვთ იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ.. გააზიარეთ პოსტი გემუდარებით! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ გთხოვთ! თბილისში ვერაზე, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ცხოვრობდა. ვერიდან, მელიქიშვილის N45-დან გავიდა და გაუჩინარდა. პაატა გელოვანი“, – წერს ლელა სეტიელი.