ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლომ პროცესი დახურა.
ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი იცავს.
„არ ჩაუდენია მას ეს დანაშაული, იყენებს დუმილის უფლებას, ასე რომ მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით“, – ამბობს დაკავებული კაცის ადვოკატი.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს““ განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.