ლანჩხუთში მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც რეგიონული გამოცემა “გურია თუდეი”სოციალურ ქსელში წერს, მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა.
არსებული ინფორმაციით, ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ. სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილი 82 და 72 წლის ქალის ცხედრები.
შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ფოტო: “გურია თუდეი”